понедельник, 28 сентября 2020 г.

სამეურნეო აღრიცხვა, მისი არსი, სახეები და მნიშვნელობა

  სამეურნეო საქმიანობა დაკავშირებულია მატერიალური დოვლათის ანუ პროდუქციის წარმოებასთან, მოხმარებასა და დაგროვებასთან. პროდუქცია შეიძლება წარმოვიდგინოთ საქონლის სახით, მაგალითად საფრენი აპარატი(თვითმფრინავი, შვეულმფრენი) და მომსახურების სახით, მაგალითად საფრენი აპარატით ტვირთისა და მგზავრგადაზიდვების განხორციელება.


 სამეურნეო საქმიანობის პროცესში მომხდარი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, დაჯგუფების და გადაცემის სისტემას სამეურნეო აღრიცხვა ეწოდება. ამ პროცესში ცვლილებების შესწავლა, გამოყენება და კონტროლი ხდება როგორც რიცხობრივად, ისე თვისობრივადაც. შესაბამისად, სამეურნეო აღრიცხვაში გამოიყენება სამი საზომი ერთეული: 

1. ნატურალური, მაგალითად: მეტრი(მ), კილომეტრი(კმ), გრამი(გრ), კილოგრამი(კგ), კვადრატული მეტრი(მ2), კუბური მეტრი(მ3), ცალი(ერთეული), წყვილი და ა.შ. ანუ ზომის, წონის, რაოდენობის, მოცულობის, ფართობის საზომი ერთეულები; 

2. შრომითი, მაგალითად: შრომადღე, კაცდღე, კაცსაათი, მანქანასაათი და ა.შ. ანუ დახარჯული შრომის რაოდენობისა და ხარისხის საზომი ერთეულები, რომლებიც შრომის ანაზღაურების განსაზღვრის საფუძველია; 

3. ფულადი, მაგალითად: ლარი, დოლარი, ფუნტ სტერლინგი, ევრო და ა.შ. ანუ ვალუტა, რომლის გამოყენების აუცილებლობა განპირობებულია ნატურალური და შრომითი საზომი ერთეულების გამოყენების სფეროების შეზღუდულობით. 


1232132